რუსთავში №25 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს უკვე ჰყავს გამარჯვებული კომპანია, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+" ჩაატარებს. სატენდერო პირობების თანახმად, სკოლის რეაბილიტაციის ღირებულება 5 221 007 ლარია. პროექტის მიხედვით იგეგმება: 720 მოსწავლეზე გათვლილი 24 საკლასო ოთახის მოწყობა, სამი მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახის გაკეთება, სპორტულ დარბაზში გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გასახდელი ოთახების მოწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის(ტუალეტი, პანდუსები, ლიფტი)...
რუსთავის მერია
რუსთავის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა. სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობა იგეგმება. ასევე, შენობასთან დამონტაჟდება დროშები. ამასთან, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, რომ შენობის მიმდებარედ არსებული სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, მცირე რეკრეაციულ ზონად იქცევა. ზაზაძის თქმით, ტერიტორიაზე მოსასვენებელი დეკორატიული...
თელავში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საახალწლო განათებები ტრადიციულად დეკემბრის შუა რიცხვიდან დამონტაჟდა. აღნიშნული მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო, ამ თანხის გახარჯვა ბიუჯეტიდან არ მოხდა და ქალაქში ძველი განათება დამონტაჟდა.
დღეიდან, გუდაუარი-კობის საბაგიროები, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად, იმუშავებს ყოველდღე, 12:00-დან 15:00 საათამდე, საავტომობილო გზის გახსნამდე, - ამის შესახებ ინფრომაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაო საათები შეიძლება შეიცვალოს მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების შესაბამისად. მგზავრები გონდოლაში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. როგორც ყაზბეგის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გონდოლებს ყოველი დღის ბოლოს ჩაუტარდება სადეზინფექციო წმენდა.
თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტის რეზულტატის სახით გამოყენება მიუღებელი და პრინციპულად არასწორია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. სარჯველაძის აზრით, აღნიშნული წინადადება უარსაყოფია. "თუკი ოპოზიციასთან შეთანხმება საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე მოხდება, ქვეყნის საკეთილდღეოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მეეჭვება, შესათანხმებელი თემა იყოს ადგილობრივი არჩევნების პლებისციტის რეზულტატად გამოყენება", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ შეთანხმების თემად უსაფუძვლოდ, დასაბუთების გარეშე, ვადამდელი...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყანაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაავალა. „არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ გადაწყვეტილებებს მიმდინარე დღეებში მიიღებენ. როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების დეტალური გეგმა, რომელიც ქვეყანას სიტუაციის სტაბილიზაციის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. „ყველა მიმართულებით მიდის მსჯელობა და ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ძალიან დეტალური გეგმა, თავისი კალენდრით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დიდი ძალისხმევის...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის...
“ახალი აზროვნები ინსტიტუტმა“ “ორბელიანი საქართველოსთან“ ერთად იდების კონკურსი დაიწყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც მარნეულში, ბოლნისში, დმანისსა და გარდაბანში ცხოვრობენ. „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კამრან ეფენდიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პროექტში ჩართვა მოხალისეებს შეუძილიათ. „ახალგაზრდებს თავიანთ სოფელში, თემში რისი შეცვლაც უნდათ, რაც არ მოსწონთ იმასთან დაკავშირებით კრეატიული იდეები უნდა დაწერონ....
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეორგანიზაცა დაიწყო, რომლის საფუძელზეც 8 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს. ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 30 დეკემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დატოვებს საკრებულოს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „დღეის მდგომარეობით საკრებულოში 29 შტატი და ხუთი მეორადი სტრუქტურული ერთეულია (განყოფილებები). ამ შემთხვევაში ხდება ორი სტრუქტურული ერთეულის გაუქმება. ბევრი თანამშრომელია დასაქმებული და ნაწილი გადაადგილდება...
მარნეულში დასუფთავებაზე მოსაკრებლის დაწესება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულს სხდომაზე, 30 დეკემბერს გახდა ცნობლი. საკითხი განსახილველად მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ გამოიტანა და თქვა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის მინიმალური თანხა ერთი ლარი, ხოლო მაქსიმალური, ოთხი ლარი იქნება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. “ეს ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განსაზღვრას. ერთ სულ მოსახლეზე ერთი ლარი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი. თქვენ იცით, რომ ჩვენ, ყოველწლიურად...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარების სერვისები განისაზღვრა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. აღნიშნული სერვისები ითვალისწინებს მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა, სმენა დაქვეითებულ, ასევე დიალეზზე მყოფ პირთა როგორც ერთჯერად, ასევე ყოველთვიურ დახმარებას. მარნეულის მერიდან მიღებული ოფიციალური ინფომრაციის თანახმად, 2020 წელს აღნიშნული სერვისებით 497-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. „მიმდინარე წელს, სერვისებით ჯამში ისარგებლა...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამები. "ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძრის კერებმა სერიოზული ზიანი მიაყენა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოსახლეობის პირადი საკუთრება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავის...
ზუგდიდის სოფლის სკოლებისთვის ავტობუსებით მომსახურების შესყიდვა არ მომხდარა, რის გამოც შესაძლოა, სოფლებში სწავლა დისტანციურად განახლებულიყო. განათლების სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ სოფლის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება და მოსწავლეების გადაყვანას ავტობუსებით, ის კომპანიები შეასრულებენ დროებით, ვინც აქამდე აკეთებდა. "ხელშეკრულებები გავაგრძელეთ იმ კომპანიებთან, ვისაც ბავშვები აქამდე გადაჰყავდა. ამიტომ 18 იანვარს, სწავლა სოფლის სკოლებში საკლასო ოთახებში გაგრძელდება", - განაცხადეს სამინისტროში. მანამდე, განათლების რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის...
ზუგდიდის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქია 110 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს თანხა გასულ წელთან შედარებით, 50 ათასი ლარით ნაკლებია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 2020 წელს, რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის 160 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გასულ წლებში წერდა, რომ მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში ეკლესიის დაფინანსება დამატებით ტვირთად აწვება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, იმის გათვალისწინებით, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ