“ახალი აზროვნები ინსტიტუტმა“ “ორბელიანი საქართველოსთან“ ერთად იდების კონკურსი დაიწყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც მარნეულში, ბოლნისში, დმანისსა და გარდაბანში ცხოვრობენ. „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კამრან ეფენდიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პროექტში ჩართვა მოხალისეებს შეუძილიათ.
„ახალგაზრდებს თავიანთ სოფელში, თემში რისი შეცვლაც უნდათ, რაც არ მოსწონთ იმასთან დაკავშირებით კრეატიული იდეები უნდა დაწერონ. პროექტის ღირებულება 5 000 ლარია. პროექტში მოხალისეებს შეუძლიათ მონაწილოება. პროექტი 3 თვის განმავლობაშ გაგრძელდება. დაახლოებით მარტი-თებევრლის თვეებში პასუხები იქნება ცნობილი. პროექტის ფარგლებში 10 ყველაზე კარგ იდეას დავუჭერთ მხარს. 10 პროექტს გამარჯვებულად გამოვაცხადებთ, შემდეგ კი სოფლებში მონიტორინგს ჩავატარებთ“, – თქვა კამრან ეფენდიევმა.
ეფენდიევის განმარტებით, პროექტის ავტორს 5 მოხალისისაგან შემდგარი ჯგუფი უნდა ჰყავდეს. პროექტის დასრულების შემდგომ მათ ჩაუტარებენ ტრენინგს, თუ როგორ უნდა დაწერონ უფრო დიდი ბიუჯეტის მქონე პროექტები. ივნის-ივლისის თვეებშ კი ყველაზე აქტიურ გუნდს, რომლის პროექტიც დასრულდება, სპეციალურ საჩუქარს გადასცემენ.
თქვენი იდეის წარსადგენად გადადით ლინკზე: jobs.ge