რუსთავში №25 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

286

რუსთავში №25 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს უკვე ჰყავს გამარჯვებული კომპანია, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შ.პ.ს. “სეისმომედეგობა+” ჩაატარებს.

სატენდერო პირობების თანახმად, სკოლის რეაბილიტაციის ღირებულება 5 221 007 ლარია.

პროექტის მიხედვით იგეგმება: 720 მოსწავლეზე გათვლილი 24 საკლასო ოთახის მოწყობა, სამი მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახის გაკეთება, სპორტულ დარბაზში გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გასახდელი ოთახების მოწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის(ტუალეტი, პანდუსები, ლიფტი) შენობის ადაპტაცია, მთავარი შენობის რეაბილიტაცია, ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა, ახალი საქვაბე შენობის აგება, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზისა და სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი.

რუსთავში 25-ე სკოლის მსგავსად სრული რეაბილიტაცია უტარდება 26-ე საჯარო სკოლასაც.