ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
შესყიდვის საჭიროება განპირობებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში, 2020-2021 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სასწავლო პროცესის 2021 წლის 18 იანვარს განახლებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შეყიდვის ღირებულება 176 469.4 ლარია
წინადადებების მიღების ვადა 25 იანვარია.
ამ...
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
"სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო...
ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
''სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!
ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი...
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთის მკლავის ახალი დროებითი გადახურვა დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის სახურავისა და წყალგამტარი სისტემების მონიტორინგი. Მათი განმარტებით, 15 კვ/Მ-ის ფართზე დაზიანებები უკვე გამოსწორდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"Სპეც. ტექნიკის გამოყენებით მკლავის სამხრეთ ფერდზე 15 კვ. მეტრი ფართობის მქონე არეალზე სპეციალისტების მიერ მოწყობილ ხის კონსტრუქციულ ბაზისზე თუნუქის ფენილი...
ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაციის დასრულება სატენდერო ვალდებულების მიხედვით მაისში იგეგმება, თუმცა, გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზის გამო პროექტი დროებით შეჩერებული იყო, რამაც შესაძლოა ვადების გახანგრძლივება გამოიწვიოს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მონაკვეთზე, მიწისქვეშა გრუნტის წყალი ამოვიდა, ასევე გაჭედილი იყო რკინიგზის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემა, რომელიც არ ატარებდა წყალს. უახლოეს დღეებში მოხდება მისი გაწმენდა სპეციალური ტექნიკით...
რუსთავში, მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა შენობა-ნაგებობებში ფართები საკუთრების მოწმობების გარეშე აქვთ დაკავებული, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საკუთრებაში გადაეცემათ.
დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემას ელოდება, რუსთავის ყოფილი მე-13 ბაღის შენობაში მცხოვრები 11 ოჯახიც, რომელთაც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. მოსახლეობასთან...
„ახალციხის ციხეზე“ შესვლა კვლავ ფასიანი გახდა, ააიპ–ის დირექტორის, დავით ტაბატაძის თქმით, ბილეთებთან დაკავშირებით იგივე ტარიფი იმოქმედებს. ზედა ციხის ტერიტორიაზე შესვლა ზრდასრულებისთვის შვიდი, სტუდენტებისთვის სამი, ხოლო მოსწავლეებისთვის ორი ლარი იქნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
პანდემიის გამო ვიზიტორებს ზედა ციხის ტერიტორიაზე შვიდი თვის განმავლობაში შესვლა უფასოდ შეეძლოთ.
„2021 წლიდან უკვე ჩვეულებრივ ფასიანი გახდა შემოსვლა, ტარიფებიც იგივე დარჩა რაც იყო, როგორც ვმუშაობდით ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ...
მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მარნეულის მასშტაბით, 8 მინი კომბინირებული მოედანი მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები გასული წლის განმავლობაში განხორციელდა როგორც ქალაქ მარეულში, ისე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში უკვე დაწყებულია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც.
პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
„ქართული ოცნების“ მიერ გაგზავნილ ორ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ ოდირის დასკვნები მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, ორივე კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნების პროექტს კენჭს 18-21 მარტს უყრიან.
„2020 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ ვენევიის კომისიას ორ კანონპროექტზე დასკვნის შემუშავების თხოვნით მიმართა.
ვენეციის კომისია და დემოკრატიული ინსტიტუტებისა...
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით 161 289 განაცხადია დარეგისტრირებული. "შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge. შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.
ამასთან აღვნიშნავთ, რომ უწყებას განაცხადი წარედგინება არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც დაქირავებულმა ვერ მიიღო...
2021 წლის 1 თებერვლიდან, ხაშურში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ამჯერად სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
18 იანვრიდან, საქართველოს 9 დიდი ქალაქის სკოლებში სწავლა დისტანციურად სავალდებულო წესით დაიწყო. მიუხედავად ამისა, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა 15 იანვარს მოითხოვა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ელ თებერვლიდან განახლდეს.
ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი, რომელიც მერიას ექვემდებარება,...
გორში, კირიონ მეორის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, ასფალტის საფარქვეშ წყალმა გაჟონა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი მილების მონტაჟი. მონტაჟდება ასევე წყალშემკრები ჭა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ახალი ველობილიკი შეიწირა, რომელიც 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში მოეწყო.
გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს როგორც სასმელი წყლის, ასევე, საკანალიზაციო სისტების რეაბილიტაცია. სამსახურის წარმომადგენლის,...
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა მარტის ბოლოს, ხოლო გურჯაანი-ახაშნის მონაკვეთი თებერვლის შუა რიცხვებში გაიხსნება. ამ ეტაპზე სამუშაოები ქალაქ გურჯაანისა და ახაშნის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
12 კილომეტრზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი და მოწყობილია ხელოვნური ნაგებობები. მშენებლობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დარჩენილია სამ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება.
გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ბაკურციხიდან ახაშნამდე ტრანსპორტი 7 სოფელს აუქცევს გვერდს. შემცირდება მგზავრობის დრო. შეგახსენებთ, რომ შემოვლითი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის სეზონის დაწყებამდე დამატებით კიდევ 25 სამაცივრე მეურნეობის გახსნაა დაგეგმილი. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ჩუმლაყში, ახაშენსა და ველისციხეში. მათი უმრავლესობა გრანტითა და შეღავათიანი აგროკრედიტით შენდება.
პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, ატმის სეზონისთვის სამაცივრე მეურნეობების უმეტესობა დასრულებული იქნება. მისი გახსნის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ხილის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში. შეგახსნებთ, რომ გურჯაანში ბოლო სამი...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერაა დაფინასნებული.
მიმდინარე პროექტს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ სპექტრი წერს.
პროექტი საბავშვო ბაღის შენობის თბო- მოდერნიზაციასთან ერთად, განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას მოიცავს, რაც შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებას გულისხმობს (ვენახის ნასხლავი).
სოფელ იყალთოს...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილია პრეზენტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
მისივე თქმით, მცირე სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური ის კომპონენტია, რაც სასწრაფო დახმარების ექიმებს ესაჭიროებათ. ტიკარაძის ინფორმაციით, გადამცემის მიღებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
„ჩვენ მოკლე ხანში გავაკეთებთ პრეზენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გვაქვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების რეფორმასთან დაკავშირებით. „რაციები“ არის სწორედ ის კომპონენტი, რაც სასწრაფო დახმარების ექიმებს ესაჭიროებათ. უახლოეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































