გურჯაანის მუნიციპალიტეტში 25 სამაცივრე მეურნეობა გაიხსნება

366

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის სეზონის დაწყებამდე დამატებით კიდევ 25 სამაცივრე მეურნეობის გახსნაა დაგეგმილი. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ჩუმლაყში, ახაშენსა და ველისციხეში. მათი უმრავლესობა გრანტითა და შეღავათიანი აგროკრედიტით შენდება.

პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, ატმის სეზონისთვის სამაცივრე მეურნეობების უმეტესობა დასრულებული იქნება. მისი გახსნის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ხილის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში. შეგახსნებთ, რომ გურჯაანში ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 სამაცივრე მეურნეობა გაკეთდა. ჯამში კი 25 საწარმო ფუნქციონირებს.