ხაშურში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის მერია ტენდერის გამოცხადებას აგვიანებს

661

2021 წლის 1 თებერვლიდან, ხაშურში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ამჯერად სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

18 იანვრიდან, საქართველოს 9 დიდი ქალაქის სკოლებში სწავლა დისტანციურად სავალდებულო წესით დაიწყო. მიუხედავად ამისა, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა 15 იანვარს მოითხოვა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ელ თებერვლიდან განახლდეს.

ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი, რომელიც მერიას ექვემდებარება, წერს,

რომ ხაშურში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია.

გარდა ამისა, ხაშურის მერიას, მოსწავლეთა ტრანსპორტირების შესახებ, ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ,,ქვეყანაში არსებული კორონა ვირუსის (COVID -19) პანდემიის გამო ვითარების წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელი იყო” – ასე ხსნის ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე ტენდერის გამოუცხადებლობას.

18 იანვარს მერიამ ხაშურის სატრანსპორტო ბაზარი შეისწავლა. ოთხ კომპანიას შორის შპს ,,გიო” შეარჩია.