ზუგდიდის სოფლებში სკოლების ავტობუსებით მოსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა

348

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

შესყიდვის საჭიროება განპირობებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში, 2020-2021 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სასწავლო პროცესის 2021 წლის 18 იანვარს განახლებასთან დაკავშირებით, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შეყიდვის ღირებულება 176 469.4 ლარია

წინადადებების მიღების ვადა 25 იანვარია.

ამ დრომდე, ზუგდიდის სოფლის სკოლებისთვის ავტობუსებით მომსახურების შესყიდვა არ მომხდარა, რის გამოც მეორე სემესტრის დაწყებას სოფლის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში განიხილავდნენ, თუმცა მოგვიანებით, განათლების სამინისტროში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ სოფლის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება და მოსწავლეების გადაყვანას ავტობუსებით, ის კომპანიები შეასრულებენ დროებით, ვინც აქამდე აკეთებდა.

სკოლებს მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ემსახურება, სადაც სკოლა 2 კილომეტრზე მეტრითაა დაშორებული.

18 იანვარს სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი დაიწყო, რომელიც დიდი ქალაქების გარდა ყველგან საკლასო ოთახებში განახლდა.