როდის გაიხსნება 38-მილიონიანი ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა

341

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა მარტის ბოლოს, ხოლო გურჯაანი-ახაშნის მონაკვეთი თებერვლის შუა რიცხვებში გაიხსნება. ამ ეტაპზე სამუშაოები ქალაქ გურჯაანისა და ახაშნის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

12 კილომეტრზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი და მოწყობილია ხელოვნური ნაგებობები. მშენებლობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დარჩენილია სამ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ბაკურციხიდან ახაშნამდე ტრანსპორტი 7 სოფელს აუქცევს გვერდს. შემცირდება მგზავრობის დრო. შეგახსენებთ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა 38 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება