"ბათუმი რივიერას“ საქმეზე საიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია ,,ბათომმა“ საიას დახმარებით შეიტანეს. „დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის...
სამგორის რაიონში, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა. ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა. პროექტი ითვალისწინებს სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მიერ დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, სპეციალური დახრილკუთხოვანი გადაადგილებადი პლატფორმის მოწყობას. პროექტის განხორციელებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 660 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ნეოტექი“ ახორციელებს. გამგეობის ინფორმაციით,...
წინა სტატია სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში...
2020 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა, რაც წლიური გეგმის 104%-ია, - ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტმა გასულ წელს გადასახადების სახით 9 364 779.4 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის: შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 999 280.7 ათასი ლარი, რაც გეგმის 104.4%-ია;...
მთაწმინდის რაიონში, ი. გოგებაშვილის ქუჩის №30-ში, რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა. "აღნიშნულ მისამართზე ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, კედლის მოწყობა გახდა საჭირო, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 194 000 ლარი გამოიყოფა", - განმარტავენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
ქალაქ ამბროლაურში, მდინარე კრიხულის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,სანაპიროს” ქუჩის კეთილმოწყობა იწყება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი აღნიშნულ ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას, გასართობი სივრცეების შექმნას, ბულვარის გაკეთებასა და კაფე-ბარების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, მდინარე კრიხულას სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით, სამ ეტაპად განხორციელდა ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობა და გამოთავისუფლდა ტერიტორია, სადაც უკვე უშუალოდ კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. ,,პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ ,,სანაპირო" ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და...
"პირველ ეტაპზე, თბილისის მერიამ 300 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინა. კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს, გამოისყიდის აღნიშნულ მიკროავტობუსებს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დამატებით კიდევ შევიძინოთ მიკროავტობუსები, - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის დეკემბერში, დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე გააკეთა. Bm.ge დაინტერესდა, მწირი ფინანსური რესურსის მქონე კომპანია, როგორც ასე „თბილისის მიკროავტობუსი“ თავს ახასიათებს, რა ფორმით და როდიდან გამოისყიდის მიკროავტობუსებს. თბილისის მერიაში განმარტავენ,...
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია აცხადებს, რომ გელათის ტაძრის არასწორად გადახურვის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები უნდა გადადგნენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. შუშანია საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარზე ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საქმის გადაფარვას და „ისრების ყოფილი ხელისუფლებისკენ გადატანას ცდილობს“. შუშანია გელათის...
ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, 25 იანვრიდან 15 მარტამდე მოძრაობა აიკრძალება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 25 იანვრიდან 15 მარტამდე, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 664 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული...
დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისა და რეგიონების განვითარებისთვის ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტში გამართული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. "ბევრი გვაქვს ერთობლივად გასაკეთებელი დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისა და რეგიონების განვითარების  მიმართულებით, რასაც დიდი პოტენციალი აქვს ევროკავშირში ჩვენი წევრობის განაცხადის თვალსაზრისით. ეს არის ის მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, რომელსაც როგორც ჩვენ,...
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ფარგლებში მისამართის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი წელს გლდანში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩიდან დაიწყო. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად მიიღო. ,,აბრების სამონტაჟო სამუშაოები ყოველწლიურად 15 000 მდე მისამართზე ხორციელდება და მისასალმებელია, რომ პანდემიის პირობებშიც ამ მიმართულებით შეფერხება არ...
ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწო. Ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. აღსაზრდელების მშობლებმა შემდეგი სახის დოკუმენტები უნდა წარადგინონ: დაბადების მოწმობა (დედანი) ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული; 2 ფოტოსურათი ¾; ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია. ბაღებში სასწავლო პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ჯერჯერობით უცნობია,...
გორის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტომ თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულებები გაუფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შტატგარეშეთა რაოდენობა არ შეცვლილა და წელსაც 469 ადამიანთან გააგრძელებს სააგენტო შრომით ურთიერთობას. ინფორმაციისთვის, აღნიშნული ა(ა)იპ ერთ-ერთი მთავარი გაერთიანება იყო, რომლის მიმართაც აუდიტის სამსახურს გაბერილ შტატებზე რიგი შენიშვნები ჰქონდა. თუმცა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ამ მხრივ...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის მერია გადათხრილი ველობილიკის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. მერიაში განმარტავენ, რომ კირიონ მეორის ქუჩაზე გადათხრილ ველობილიკს ის კომპანია აღადგენს, რომელიც ამჟამად მიწისქვეშა გაყვანილობის სამუშაოებს ასრულებს. "პროექტი, რომელიც კირიონ II -ს  ქუჩაზე ხორციელდება არის ამხანაგობის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების პროექტი. რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის მოთხოვნით, მერია მოქალაქეების პროექტს აფინანსებს 90 %, ანუ როდესაც მოითხოვეს იქ მაცხოვრებლებმა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დაიწყო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. ხორციელდება...
გორის მერიის ცნობით, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და დარბაზი მზადაა მაღალი დონის შეხვედრებს უმასპინძლოს. „სკოლაში, სადაც 120 ბავშვი ვარჯიშობს, ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. პროექტი, რომელიც გორის მერიამ განახორციელა, დარბაზის კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და საუნის, გასახდელისა და შესასვლელი ოთახის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დასრულებული სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ახლად რეაბილიტირებულ სკოლას გორელი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ