მთაწმინდის რაიონში, ი. გოგებაშვილის ქუჩის №30-ში, რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა.
“აღნიშნულ მისამართზე ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, კედლის მოწყობა გახდა საჭირო, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 194 000 ლარი გამოიყოფა”, – განმარტავენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.