ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, 25 იანვრიდან 15 მარტამდე მოძრაობა აიკრძალება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 25 იანვრიდან 15 მარტამდე, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე.
კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.