გორის მერიის ცნობით, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და დარბაზი მზადაა მაღალი დონის შეხვედრებს უმასპინძლოს.
„სკოლაში, სადაც 120 ბავშვი ვარჯიშობს, ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. პროექტი, რომელიც გორის მერიამ განახორციელა, დარბაზის კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და საუნის, გასახდელისა და შესასვლელი ოთახის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დასრულებული სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ახლად რეაბილიტირებულ სკოლას გორელი მოკრივეებიც სტუმრობდნენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.