ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწო. Ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
აღსაზრდელების მშობლებმა შემდეგი სახის დოკუმენტები უნდა წარადგინონ: დაბადების მოწმობა (დედანი) ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული; 2 ფოტოსურათი ¾; ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია. ბაღებში სასწავლო პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სასწავლო პროცესი.