გორის კულტურის სააგენტომ ხელშეკრულება 469 შტატგარეშე თანამშრომელს გაუფორმა

402

გორის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტომ თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულებები გაუფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შტატგარეშეთა რაოდენობა არ შეცვლილა და წელსაც 469 ადამიანთან გააგრძელებს სააგენტო შრომით ურთიერთობას.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ა(ა)იპ ერთ-ერთი მთავარი გაერთიანება იყო, რომლის მიმართაც აუდიტის სამსახურს გაბერილ შტატებზე რიგი შენიშვნები ჰქონდა. თუმცა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ამ მხრივ გათვალისწინებულია.