საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 თებერვლის ჩათვლით მდინარე ქსნისა და მდინარე ლეხურას ხიდებზე, ასევე, იგოეთის გზაგამტარზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება.
აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოები 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 41-ე კმ-ზე, მდ. ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, 56-ე კმ-ზე არსებულ იგოეთის გზაგამტარზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და 57-ე კმ-ზე მდ....
თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში, ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული საწოლების დემობილიზაციის შესახებ შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაუგზავნა და დაახლოებით 400-მდე საწოლი, 1-ლი თებერვლიდან უკვე გამოეთიშება და დაუბრუნდება...
ქუთაისში კორონავირუსის პრევენციისთვის ადგილობრივ თვითმმარველობას ბიუჯეტში 255 ათასი ლარი აქვს განსაზღვრული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
პანდემიის საპრევენციოდ გათვალისწინებული სამი პროგრამა ბიუჯეტის ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებშია გაწერილი. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას, რომელიც ჯამში მილიონ 375 ათას 200 ლარს მოიცავს, ახალი ქვეპროგრამა დაამატეს, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. ეს ქვეპროგრამა კორონავირუსზე მოქალაქეებისათვის ტესტის აღების ხელშეწყობას, სამედიცინო სტატისტიკის წარმოებას და...
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა. შეზღუდვების ნაწილი 1 თებერვლიდან მოიხსნება, ნაწილი კი - 1 მარტიდან. კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:
• 1 თებერვლიდან:
1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება
• მუნიციპალური ტრანსპორტის,
• სკოლების,
• მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;
2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში
• 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
• სკოლების და მუნიციპალური...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში რეგულარული ფრენები პირველი თებერვლიდან აღდგება.
„პირველი თებერვლიდან გავაუქმებთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ან თუდნაც ახალი ავიაკომპანიები რომლებიც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლაზე, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით“,- აცხადებს თურნავა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენები 2020 წლის 18 მარტიდან შეწყდა, 14 ნოემბრიდან...
ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, რომელსაც 30-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული გახდებიან, ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომელთა არა ნაკლებ 20%-ის ტესტირება უზრუნველყონ, - ამის შესახებ ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცქიტიშვილის განცხადებით, უკვე დღეიდან ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, პირველ მარტამდე უფასოდ თავიანთი თანამშრომლები...
ვიცეპრემიერი, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა რეგიონებში ეპიდვითარებას გააუარესებს.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის რეგიონებს შორის მობილობის მაღალი კონტრიბუტორი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წერტილოვნად ვუდგებით სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. აჭარაში მნიშვნელოვნად კარგი ვითარებაა, მაშინ, როდესაც იმერეთში ჯერ არ არის ასეთი რიცხვები. თუ საქალაქთაშორისო ტრანპორტი აღდგება,...
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე ძალაში რჩება პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: 1 თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ
„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე...
1 თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში დარჩება
„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, 7...
1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.
როგორც საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცეპრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.
„უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.
იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში,...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება
ცქიტიშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება შაბათ - კვირას არ ექნება. ამასთან, არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი იმ 5 ქალაქში, სადაც ტრანსპორტი 1 თებერვლიდან აღდგება.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, 1 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი...
საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1 მარტიდანაა დაგეგმილი. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელზეც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები 1 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი 1 მარტიდან გაიხსნება
„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება.
კერძოდ, სკოლებში სწავლა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან დაიწყება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი 1 მარტიდან არის დაგეგმილი.
ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლება 1 მარტიდანაა დაგეგმილი
ამ დროიდან არის დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც.
გადაწყვეტილება ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გამოაცხადა.
წინა სტატია
შსს-ს თანამშრომლებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 2–2 ათასი ლარით, 105 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე...
სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა.
სემეკი-ს ცნობით, პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. ხოლო უარის დაფიქსირება იანვარის სუბსიდირებაზე შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით.
“ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილის მოთხოვნით, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ შეღავათით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ...
თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო დასუფთავდა.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, მდინარის ზედაპირი და სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































