გაბუნია: ქვეყანაში ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია

339

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში, ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული საწოლების დემობილიზაციის შესახებ შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაუგზავნა და დაახლოებით 400-მდე საწოლი, 1-ლი თებერვლიდან უკვე გამოეთიშება და დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.