სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

596

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე ძალაში რჩება პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები.

ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: 1 თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.