საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლება 1 მარტიდანაა დაგეგმილი

1657

საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1 მარტიდანაა დაგეგმილი. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელზეც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე.

ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები 1 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი 1 მარტიდან გაიხსნება

„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1 მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტის მუშაობა 1 თებერვლიდან აღდგება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი – 1 მარტიდან