უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება
ცქიტიშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება შაბათ – კვირას არ ექნება. ამასთან, არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი იმ 5 ქალაქში, სადაც ტრანსპორტი 1 თებერვლიდან აღდგება.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, 1 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი 1 მარტიდანაა დაგეგმილი.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები 1 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი 1 მარტიდან გაიხსნება
ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.