21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში დარჩება

589

1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

როგორც საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცეპრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.

„უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.