საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება.
კერძოდ, სკოლებში სწავლა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან დაიწყება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი 1 მარტიდან არის დაგეგმილი.
ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლება 1 მარტიდანაა დაგეგმილი
ამ დროიდან არის დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც.
გადაწყვეტილება ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გამოაცხადა.