პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება

465

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში რეგულარული ფრენები პირველი თებერვლიდან აღდგება.

„პირველი თებერვლიდან გავაუქმებთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ან თუდნაც ახალი ავიაკომპანიები რომლებიც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლაზე, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით“,- აცხადებს თურნავა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენები 2020 წლის 18 მარტიდან შეწყდა, 14 ნოემბრიდან აღდგა, თუმცა მხოლოდ 14 მიმართულებით. აკრძალვის პერიოდში მხოლოდ სპეც რეისები სრულდებოდა.