1 თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში დარჩება
„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4%-ს აქედან გამომდინარე, ჩვენ აჭარაში 1 თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გასხსნა. თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები მათ შორის, სასტუმროებში გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისში იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც მოქმედებდა დღეისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.