ბიზნესს სპეცპორტალზე დარეგისტრირება და 1 მარტამდე თანამშრომელთა უფასო ტესტირება შეეძლება

470

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, რომელსაც 30-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული გახდებიან, ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომელთა არა ნაკლებ 20%-ის ტესტირება უზრუნველყონ, – ამის შესახებ ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცქიტიშვილის განცხადებით, უკვე დღეიდან ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, პირველ მარტამდე უფასოდ თავიანთი თანამშრომლები გატესტონ.

“ეპიდემიოლოგებისა და ბიზნეს სექტორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დადგენილი იქნა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლი. კერძო დადგენილი იქნა მოთხოვნები: ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებული იქნებიან, ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომელთა, არა ნაკლებ 20%-ის ტესტირება უზრუნველყონ. კვების ობიექტებისთვის ესაა, ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომელთა არა ნაკლებ 50%-ის ტესტირება. ბუნებრივია, სკოლების გახსნის პარალელურად სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს, მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას, ორ კვირაში ერთხელ. უკვე დღეიდან ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით პირველ მარტამდე, ბიზნესისთვის უფასოდ გატესტონ თავიანთი თანამშრომლები, ტესტირების პროტოკოლის შესაბამისად”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.