ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თემურ ნადირაძე აირჩიეს. გადაწყვეტილებას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„მადლობა კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ვეცდები ჩემი გამოცდილება როგორც ორგანიზაციული, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, მოვახმარო ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას", - განაცხადა ნადირაძემ.
პროფესიით ექიმი ნადირაძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესში. პროფესიონალი ექიმების გუნდთან ერთად კლინიკამ მოახერხა რეგიონში დადებითი ეპიდსტატისტიკის შენარჩუნება და დაავადებული პაციენტების წარმატებული მკურნალობა.
თეიმურაზ ნადირაძე ასევე გახლდათ...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა პარტიების ნაწილი პლაკატების ჩამოხსნას არ ჩქარობს. საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, მათ ქუჩები და შენობები სააგიტაციო მასალებისგან, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან, 15 დღის ვადაში უნდა გაასუფთაონ. იურისტები სანქციების გამკაცრებაზე საუბრობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი გვარამაძე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის დაგვიანების მიზეზად კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ყინვებს...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის
637 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 98 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად...
რუსთავში, მუნიციპალური თეატრის უკან არსებულ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, მისი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და საკრებულოს წევრები გაეცნენ.
მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ სამუშაო ტემპით კმაყოფილი არაა.
"გარკვეული კორექტირებები შევიდა პროექტში. პროექტი მასშტაბურია და ტერიტორიაც საკმაოდ დიდია, 25 000 კვადრატულია სარეაბილიტაციო ადგილი. ფაქტიურად, ყველანაირი საშუალებაა იმისი, რომ კომპანია თავისუფლად იმუშაოს და დათქმულ დროში...
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებიც მათ საკუთრებაში მყოფი ავტომობილის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. როგორც კალაძემ 27 იანვარს, გამართულ სხდომაზე თქვა, მერიამ პანდემიის პირობებში ტაქსის მძღოლებს ტექნიკური ინსპექტირება გარკვეული დროით გადაუვადა, თუმცა ეს ვადა უკვე ამოიწურა.
„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო...
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ასამუშავებლად მძღოლების და ტექნიკური პერსონალის გადამზადება მოხდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, უკვე გადამზადებულია 20 მძღოლი. ამის შესახებ ქსოვრელიშვილმა "კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას. ამ ეტაპზე შეირჩა და გადამზადდა 20 მძღოლი და ტექნიკური პერსონალი. გვაქვს 5 ახალი ავტობუსი და ველოდებით კიდევ 5-ის გადმოცემას. ამ დროისთვის ასევე...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში საკემპინგე ზონის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. ამის შესახებ დავით ქსოვრელიშვილმა რადიო "კახეთის ხმის” ეთერში განაცხადა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებელი კომპანიის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო ვერ მოხერხდა. მისი ინფორმაციით, სამუშაოები წელს გაგრძელდება და სექტემბრის თვეში დასრულდება.
,,2020 წელს ვერ დასრულდა სოფელ ფშაველში საკემპინგე...
სამუშაობის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ, კომპანია ,,ენსისის" მხოლოდ სამუშაობის 1% აქვს შესრულებული. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" წერს, ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება 12 მლნ ლარია, 2020 წლის 13 მარტს დაიდო. კომპანია ,,ენსისმა" 12 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წლის იანვარში უნდა დაასრულოს.
ამავე ვებგვერდზე მოცემულია, რომ ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ იმ თანხას ხარჯავს, რომელიც ავანსის სახით...
წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ობიექტი, სადაც წლების წინ ქალაქის საავადმყოფო იყო განთავსებული, გაიყიდება.
გორის მერიის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხევით, შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება, ამიტომ თვითმმართველობამ მისი გასხვისება გადაწყვიტა. თავდაპირველად, მერია ამბობდა, რომ შენობის დანგრევა-დაშლის პროცესი დაიწყებოდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შესაბამის ზომებს ამ მხრივ, ტერიტორიის ახალი მეპატრონე მიიღებს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონზე გატანამდე საჭირო პროცედურები. ეს ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაშია,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს სოციალური დახმარების წესი შეიმუშავა. როგორც მერიაში ამბობენ, დახმარებით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეეძლებათ. თანხის მისაღებად კი მერიას წერილობით უნდა მიმართონ.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიიღება მოქალაქეებს მერიის ვებგვერდზე შეუძლიათ. MS.GOV.GE.
ვის შეუძლია ისარგებლოს გორის მერიის სოციალური პროგრამით
გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს.
სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო...
საკვებ პროდუქტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო შესაბამისი კომპანიის შერჩევას ხელახლა შეეცდება.
სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ იანვარში აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა არ მოხდება, თებერვალში კი ბავშვები თვენახევრის საკვებს ერთად მიიღებენ.
"გასულ თვეშიც დავარიგეთ ბავშვებისთვის პროდუქტი, შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელიც არ შედგა, მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო. გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს და ვფიქრობთ იანვრის ნახევრისა და თებერვლის პროდუქტს აღსაზრდელებისთვის ერთად გავცემთ",- ამბობს ლია კოვზიაშვილი.
მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო გამჭვირვალობის ახალი კვლევის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვით, საქართველო რეგიონში კორუფციის აღქმის ინდექსით კვლავ ლიდერობის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ასეთი შედეგი შესაბამისი ორგანოების მუშაობის დამსახურებაა, თუმცა წინ ბევრი ლოკალური გამოწვეაა.
„კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ ამ...
„ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას"- ამ სლოგანით პარლამენტის წინ მოძრაობა „ხალხისთვის" და არასამთავობო ორგანიზაციებმა აქცია გაიმართეს. აქტივისტებმა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მოითხოვეს. აქტივისტების განმარტებით, თანამდებობის პირები, რომლებმაც მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს, თვითონ ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილებიან და ამ ფონზე კი მოქალაქეების საჭიროებები არ ესმით. ამასთან, აქტივისტებმა აქციაზე ჩამოთვალეს იმ მაღალი თანამდებიბის პირების სახელები და...
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის და ბაზრობების დაუყოვნებლივ გახსნის მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების თანამშრომლებმა არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომელიც ხელისუფლებამ ფაქტობრივად, შიმშილისთვის გაწირა.
მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა ამუშავდეს ტრანსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრობის გახსნას აზრი არ აქვს.
„თუ არ ამუშავდა ტრანსპორტი, აზრი არ აქვს სავაჭრო ცენტრების გახსნას, ვერ ვიმუშავებთ, ყველა...
პირველი თებერვლიდან ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება,- აცხადებენ ბათუმის მერიაში.
როგორც, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დღეს გამართულ თათბირზე განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში ინფიცირების დინამიკა იკლებს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს...
კახეთში, ოსიაურსა და წინუბანში საჯარო სკოლების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოსიაურისა და წინუბანის ახალი საჯაროს სკოლების მშენებლობის დასკვნით ეტაპს ადგილზე გაეცნენ.
„2020 წელს, კახეთის რეგიონში 7 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. აქედან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 90 მოსწავლეზე გათვლილი ბოდბის საჯარო სკოლისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































