საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის და ბაზრობების დაუყოვნებლივ გახსნის მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების თანამშრომლებმა არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომელიც ხელისუფლებამ ფაქტობრივად, შიმშილისთვის გაწირა.
მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა ამუშავდეს ტრანსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრობის გახსნას აზრი არ აქვს.
„თუ არ ამუშავდა ტრანსპორტი, აზრი არ აქვს სავაჭრო ცენტრების გახსნას, ვერ ვიმუშავებთ, ყველა საზოგადოებრივი ტრანპორტით დადის. ამასთან, აუცილებელია სავაჭრო ცენტრებთან ერთად, გაიხსნას ბაზრობები. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დააკმაყოფილის ჩვენი მოთხოვნები, რადგან ადამიანები გადარჩენისთვის ვიბრძვით“, – განაცხადეს აქციაზე.