კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია: ოსიაურსა და წინუბანში საჯარო სკოლების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

320

კახეთში, ოსიაურსა და წინუბანში საჯარო სკოლების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების – ოსიაურისა და წინუბანის ახალი საჯაროს სკოლების მშენებლობის დასკვნით ეტაპს ადგილზე გაეცნენ.

„2020 წელს, კახეთის რეგიონში 7 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. აქედან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 90 მოსწავლეზე გათვლილი ბოდბის საჯარო სკოლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 მოსწავლეზე გათვლილი და სოფელ წინუბანში 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი საჯარო სკოლების მშენებლობის პარალელურად სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 საჯარო სკოლას, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში იქნა განხორციელებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.