თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში საკემპინგე ზონის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. ამის შესახებ დავით ქსოვრელიშვილმა რადიო “კახეთის ხმის” ეთერში განაცხადა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებელი კომპანიის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო ვერ მოხერხდა. მისი ინფორმაციით, სამუშაოები წელს გაგრძელდება და სექტემბრის თვეში დასრულდება.
,,2020 წელს ვერ დასრულდა სოფელ ფშაველში საკემპინგე ზონის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაო და მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. აღნიშნული სამუშაოები წელს დასრულდება”,– განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.