ქართული ოცნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, - ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, კახა კუჭავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით", — განაცხადა მან.
კუჭავას განცხადებით, თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა ქართული ოცნების სასარგებლოდ,...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან. როგორც მან განაცხადა, ქალაქში ამ მხრივ "ქაოსი და განუკითხაობაა" და ეს მიუღებელია.
"ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ თბილისის პარკინგის თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ...
თბილისში რეგისტრირებულ სოცდაუცველ სტუდენტებს, რომელთაც 150 ათასი ქულამდე აქვთ, სწავლა დაუფინანსდებათ
თბილისში რეგისტრირებულ სოცდაუცველ სტუდენტებს, რომელთაც 150 ათასი და ნაკლები ქულამდე აქვთ, სწავლა დაუფინანსდებათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
2015 წლიდან და აქამდე, ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულა ან ნაკლები იყო. როგორც კალაძემ განმარტა, ახალი ინიციატივით, სწავლის დაფინანსებას დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი მიიღებს, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი.
"საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.
უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას", - წერია...
წინა სტატია
თბილისის მერია ვაკის პარკის მრავალმილიონიანი რეაბილიტაციას იწყებს. სამშენებლო ღობის მიღმა ექცევა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია, სადაც სასტუმრო "ბუდაპეშტი" უნდა აშენებულიყო. წლების წინ, სამოქალაქო პროეტსტის შემდეგ, მერიამ ვაკის პარკში მაშტაბურ მშენებლობაზე უარი თქვა და ინვესტორს კომპრომისული ვარიანტის მძებნას დაპირდა. მაგრამ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ეს კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტში ექცევა 5 000 კვადრატული...
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის პოზიცია განმარტა და განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.
მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.
„დაახლოებით, ორი წლის წინ დადგა საკითხი, ვაკის პარკში ამ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მაშინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მერიის პოზიცია მაშინაც და დღესაც იყო და არის,...
საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა "რადიოთავისუფლებასთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელშესაწყობად 2019 წელს ევროკავშირი და იაპონია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ის საქართველოს ინფრასტრუტურის განვითარებაში დახმარების მაგალითებზე საუბრისას ასახელებს ანაკლიის პორტის პროექტს:
"ამ მიმართულებით განვახორციელეთ ორი მხარდაჭერა. ერთი, რომელიც უკვე განხორციელდა, არის აღმოსავლეთის გზის გაუმჯობესება და მეორე, რასაც იაპონიის მთავრობა განიხილავს, არის სამომავლოდ ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხი...
იაპონიის მთავრობამ შეისწავლა ანაკლიის პორტის საკითხი და იყო ასეთი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებას, რომელიც წლებია ნაქრავებ ფართში ფუნქციონირებს, სულ მალე საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა ექნება. საბავშვო ბაღის ერსართულიანი შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობის მიმდებარედ იგეგმება სათამაშო ზონის მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზო მავთულბადით შემოიღობება.
“სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოცხადა. პროექტის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში იანვრის თვეში 97 018 ლარის დაფინანსება გასცა.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 307 ბენეფიციარს გაუწია.
"41 529 ლარი, 50 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 53 ბენეფიციარი 18 465 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია,...
პანდემიის გამო ტურიზმის გაჩერებამ ქვეყნის შემოსავალი $3 მილიარდით შეამცირა, რაც ძალიან დიდი ფულია და ამიტომ სებ-ი 2020 წელს სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად ახორციელებდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზიანდა, რამდენადაც პანდემიასთან გამკლავება მობილობის შემცირებას მოითხოვს და ტურიზმი აქტიური მობილობის გარეშე არ არსებობს. რამდენიმე კვლევის მიხედვით ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებული არიან...
ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებისას „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი მიწიქვეშა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდა აბასთუმნის ქ. 1, 2, 4, 8, ცაბაძის ქ. 15, 15ა, თევდორე მღვდლის ქ. 1, 3, 4, 5, 5თ, 5ბ, 7, 6, 8, 10, ფოცხვერაშვილის, ჩუბინაშვილის, თამარ-მეფის, ბაქოს, სურამის, ფოცხვერაშვილის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქ. 121, 137,...
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა, რომლებზეც წინა მოწვევის პარლამენტის ბიურომ წამყვან კომიტეტად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი განსაზღვრა.
საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გამოიტანა. როგორც...
მნიშვნელოვანი იყო იმ ცივი ჯაჭვისა და ინფრასტრუქტურის მზაობა, რომლისთვისაც საქართველო უკვე რამდენიმე თვეა ემზადება. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მოვინახულე იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, თითოეული დეტალი გათვალისწინებული იყოს, რომ ვაქცინაციის პროცესი ჩვენი მედიკოსებისთვის და შემდგომში, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო იყოს.
ასევე დაწყებულია რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა, უკვე შერჩეულია...
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის რესპუბლიკა დაემატა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძოდ, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, კატარის და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან ერთად, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება თურქეთის მოქალაქე და რეზიდენტი არავაქცინირებული...
ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებულია არა მთავრობის, რესტორატორების ან რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენლების ნებაზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ცქიტიშვილის განცხადებით, რესტორნების თვითნებურად გახსნის შემთხვევაში გამოყენებული იქნება მსგავსი შემთხვევისთვის დადგენილი კანონიერი ზომები - პირველ ჯერზე დაჯარიმების, განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით.
„როგორც იცით, ჩვენ უკვე წარვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, ყველამ ვიხილეთ, რომ ორშაბათიდან საქართველოს პრაქტიკულად ყველა ქალაქში, სამი ქალაქის...
ქუთაისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამას განახორციელებს. პროგრამა საპილოტეა და წელს მისთვის 30 ათასი ლარია განკუთვნილი. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს, დააავადების ადრეულ გამოვლენის შემთხვევაში გადარჩენილობის მაჩვენებელი იზრდება.
შეხვერდაზე საპილოტე პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისა და ბენეფიციართა ჩართულობის უზრუნველყოფის გზები განიხილება..
ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა შეუძლია ფილტვის ქრონიკულ
ი ობსტრუქციული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































