ტიკარაძე: რეგულირების სააგენტო ყველა იმ კლინიკას შეისწავლის, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება

353

მნიშვნელოვანი იყო იმ ცივი ჯაჭვისა და ინფრასტრუქტურის მზაობა, რომლისთვისაც საქართველო უკვე რამდენიმე თვეა ემზადება. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მოვინახულე იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, თითოეული დეტალი გათვალისწინებული იყოს, რომ ვაქცინაციის პროცესი ჩვენი მედიკოსებისთვის და შემდგომში, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო იყოს.

ასევე დაწყებულია რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა, უკვე შერჩეულია 10 კლინიკა და შესაბამისად კიდევ გვაქვს დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა. რეგულირების სააგენტოს საბოლოო მონიტორინგის შემდეგ გავასაჯაროვებთ, რომელი კლინიკები იქნებიან ვაქცინაციის პროცესში ჩართული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.