იაპონიის ელჩი: იაპონიის მთავრობა განიხილავს ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხს

426

საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა “რადიოთავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელშესაწყობად 2019 წელს ევროკავშირი და იაპონია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ის საქართველოს ინფრასტრუტურის განვითარებაში დახმარების მაგალითებზე საუბრისას ასახელებს ანაკლიის პორტის პროექტს:

“ამ [ინფრასტრუქტურის] მიმართულებით განვახორციელეთ ორი მხარდაჭერა. ერთი, რომელიც უკვე განხორციელდა, არის აღმოსავლეთის გზის გაუმჯობესება და მეორე, რასაც იაპონიის მთავრობა განიხილავს, არის სამომავლოდ ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხი…

იაპონიის მთავრობამ შეისწავლა ანაკლიის პორტის საკითხი და იყო ასეთი თვალსაზრისი, რომ ინვესტიციის განსახორციელებლად საჭიროა გაიზარდოს გადაზიდვები ამ პორტიდან. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ინვესტიცია გადაზიდვების გასაუმჯობესებლად, თუ არა და, ანაკლიის პორტში ინვესტიციას ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება”, – აცხადებს იაპონიის ელჩი და დასძენს:

“ვფიქრობ, ყველამ უნდა შევაჯეროთ ძალისხმევა, რომ განხორციელდეს ინვესტიციები როგორც პორტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე გაძლიერდეს და გაიზარდოს გადაზიდვები ამ პორტიდან”.