თბილისში რეგისტრირებულ სოცდაუცველ სტუდენტებს, რომელთაც 150 ათასი და ნაკლები ქულამდე აქვთ, სწავლა დაუფინანსდებათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
2015 წლიდან და აქამდე, ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულა ან ნაკლები იყო. როგორც კალაძემ განმარტა, ახალი ინიციატივით, სწავლის დაფინანსებას დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი მიიღებს, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250 ლარია, ხოლო სემესტრულად — 1 125 ლარი.
“ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება, როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ სარეიტინგო ქულაზე”, — აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, იზრდება ორმაგდება იმ მაგისტრანტების რაოდენობა, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ. იმ სტუდენტებს, ვისაც 100%-ით დაფინანსებული აქვთ სწავლა, ფინანსური წახალისება ჩაერიცხებათ პირად ანგარიშებზე. აგრეთვე, პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი — ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.
თბილისის მერის თქმით, ამიერიდან, სტუდენტის ფინანსური წახალისება სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში, არ დაიბეგრება.