გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობა შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებას, რომელიც წლებია ნაქრავებ ფართში ფუნქციონირებს, სულ მალე საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა ექნება. საბავშვო ბაღის ერსართულიანი შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობის მიმდებარედ იგეგმება სათამაშო ზონის მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზო მავთულბადით შემოიღობება.
“სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 725 860 ლარია. შესყიდვის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს. გორის მერია შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. 2020 წელს უწყებამ დაასრულა ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა და განახორციელა 20 სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.