ქუთაისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამას განახორციელებს. პროგრამა საპილოტეა და წელს მისთვის 30 ათასი ლარია განკუთვნილი. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს, დააავადების ადრეულ გამოვლენის შემთხვევაში გადარჩენილობის მაჩვენებელი იზრდება.
შეხვერდაზე საპილოტე პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისა და ბენეფიციართა ჩართულობის უზრუნველყოფის გზები განიხილება..
ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა შეუძლია ფილტვის ქრონიკულ
ი ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებულ, პროფესიული რისკის მქონე, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ბენეფიციარებს.