საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმერეთი ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ხუთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას.
ბრალდებულების მიერ, რომლებიც იყვნენ ამ კომისიის წევრები, არაჯეროვნად განხორციელდა დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა...
ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ ტენდერი 1 930 660 ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება სამი სპორტული მოედნის, სკვერის და პარკინგის მოწყობა. გარდა ამისა, გაკეთდება შიდა საფეხმავლო და ველო ბილიკები, გარე განათება, ხეივანი და ბავშვთა ატრაქციონები (პატარა მოედანი).
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 18 თებერვლიდან დაიწყება და 23–ში დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 კვირაში უნდა დაასრულოს.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში, უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, მშობლებსა და მოსწავლეებს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
"მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე, უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.
ამ ყველაფერთან ერთად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო...
ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებს კლასებში სწავლის განახლების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
რეკომენდაციების მიხედვით, სკოლის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს 37 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, 15 წუთის ინტერვალში უნდა მოხდეს ტემპერატურის გადამოწმება ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით, რომელიც შესაბამისი...
გასულ წელს კულტურის სააგენტოს სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და საწვავის ხარჯმა 40 ათას ლარს გადააჭარბა. ინფორმაცისა რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პანდემიის პერიოდში, გორის მერიის ა(ა)იპ-მა კომუნიკაციისთვის 14 880 ლარი, საწვავისთვის - 14 948 ლარი დახარჯა. სატრანსპორტო ხარჯში კი 10 976 ლარი გაწერა. 2020 წელს სააგენტომ საკანცელარიო ნივთებიც შეიძინა, რაშიც ბიუჯეტიდან 4531 ლარი გამოყო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სააგენტო პანდემიის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობისთვის...
საკადრო ცვლილება გორის მერიაში - სივრცითი მოწყობისა და არქიტექტორის სამსახურის განყოფილების უფროსად გიორგი ლაფაჩი დაინიშნა.
"რადიო მოზაიკას" ინფორმაციით, ლაფაჩმა აღნიშნული პოსტი 31 დეკემბერს დაიკავა.
მან ამ თანამდებობაზე გიორგი გოგინაშვილი შეცვალა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული განყოფილება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს ექვემდებარება.
გორის საფეხბურთო კლუბში "გორი" 2020 წლის განმავლობაში ჯილდოებსა და პრემიებზე 8 700 ლარი დაიხარჯა.
გასულ წელს კლუბს საკანცელარიო, წარმომადგენლობითი და სარესტორნე ხარჯებისთვის თანხა არ დაუხარჯია. რაც შეეხება, საკომუნიკაციო ხარჯებს "გორმა" აღნიშნულისთვის 2020 წელს 3 351 ლარი დახარჯა.
საწვავისთვის 18 436 ლარი, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებისთვის 3 772 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ გორის საფეხბურთო კლუბს 2021 წელს დაფინანსება შეუმცირდა. თუ კი 2020-ში "გორი" 746 000 ლარით დაფინანსდა, 2021 წელს...
პანდემიის პერიოდში, გორის ჯანდავის ცენტრის თანამშრომლებზე ხელფასთან ერთად დანამატიც გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
12 475 ლარიდან, 9260 ლარი შტატით მომუშავეებმა მიიღეს, 3215 ლარი კი შტატგარეშე თანამშრომლებზე გადანაწილდა. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დანამატი იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებსაც პანდემიის პერიოდში ზეგანაკვეთური მუშაობა უწევდათ.
"თანამშრომლები, რომლებზეც დანამატი გაიცა, აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში. უწევდათ გასვლა ეპიდკვლევების ჩასატარებლად, სწრაფი მარტივი და...
გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას 2021 წელსაც სთავაზობს.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ...
გორის მერიამ 5 სოფლის გარეგანათების თანხა, 200 000 ლარი ვერ აითვისა. ნაშთი კი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის სატენდერო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც კომისიის გადაწყვეტილებაში წერია, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წელს ვერ მოესწრო, ხოლო პროექტის დასაფინანსებლად თანხა 2021 წლის ბიუჯეტის გეგმაში გათვალისწინებული არ იყო. ახალი ბიუჯეტი კი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს...
გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების ზუსტი თარიღი ისევ უცნობია. გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს 1-ელ თებერვალს მუშაობის დაწყების უფლება მისცეს, თუმცა მერიასა და სააგენტოში ამ ეტაპზე კვლავ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიამ ახალი ავტობუსები 2020 წლის ნოემბერს მიიღო, შემდეგ - იანვარში. ჯამში, ქალაქში 25 ახალი ავტობუსია. ისინი ჯერ ისევ ახალ ავტოსადგურზე დგანან.
4 თებერვალს ცნობილი ხდება, რომ ტრანსპორტის...
გამოცემა "სპექტრის" ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მერის 15-მდე წარმომადგენელს ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გამოცემის ცნობითვე, რამდენიმე რწმუნებულმა პირად საუბარში განაცხადა, რომ მერიაში გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
როგორც გამოცემა წერს, ინფორმაციის გადამოწმებას მერთან გიორგი ერბოწონაშვილთან შეეცადნენ, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა.
"ჩვენი წყაროს ცნობით, რამდენიმე რწმუნებულს ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელდა სიღნაღშიც. ინფორმაციას უარყობს მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილიც და ამბობს,...
თელავში ევროსტანდარტების შესაბამისი მუნიციპალური ტრანსპორტი მომავალი კვირდან ამოქმედდება და პირველ ეტაპზე მგზავრობა უფასო იქნება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მერს თანხმობა მისცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ დაფუძნებაზე. აღნიშნული ა(ა) იპ ორგანიზებას გაუწევს თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებას.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ განაცხადა, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვე იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში ავტობუსით გადაადგილება...
მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.
„სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის არც ერთი კლასისთვის, თუმცა, აკრძალულიც არ არის მოსწავლეებს და შეუძლიათ ატარონ“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან...
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის მერიის ცნობით, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები. დედაქალაქში...
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა.
თბილისის მერიის ცნობით, სასადილო 500-მდე სოციალურად დაუცველ და უმწეო ოჯახს მოემსახურება. ახლად გახსნილი სასადილო ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს ცხელი სადილის გარეშე. თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის თანახმად, ჩიტაიას ქუჩაზე რიგით მე-6 უფასო სასადილო გაიხსნა. ჯამში, ჩუღურეთის რაიონში არსებული უფასო სასადილოებით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































