გაათავისუფლეს თუ არა მერის წარმომადგენლები საგარეჯოსა და სიღნაღში

381

გამოცემა “სპექტრის” ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მერის 15-მდე წარმომადგენელს ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გამოცემის ცნობითვე, რამდენიმე რწმუნებულმა პირად საუბარში განაცხადა, რომ მერიაში გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

როგორც გამოცემა წერს, ინფორმაციის გადამოწმებას მერთან გიორგი ერბოწონაშვილთან შეეცადნენ, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა.

“ჩვენი წყაროს ცნობით, რამდენიმე რწმუნებულს ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელდა სიღნაღშიც. ინფორმაციას უარყობს მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილიც და ამბობს, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას”, – წერს “სპექტრი”.