ახალციხეში ხელოვნურ ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მლნ ლარამდე დაიხარჯება

325

ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ ტენდერი 1 930 660 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება სამი სპორტული მოედნის, სკვერის და პარკინგის მოწყობა. გარდა ამისა, გაკეთდება შიდა საფეხმავლო და ველო ბილიკები, გარე განათება, ხეივანი და ბავშვთა ატრაქციონები (პატარა მოედანი).

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 18 თებერვლიდან დაიწყება და 23–ში დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 კვირაში უნდა დაასრულოს.