თბილისში ჩიტაიას ქუჩაზე უფასო სასადილო გაიხსნა

507

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა.

თბილისის მერიის ცნობით, სასადილო 500-მდე სოციალურად დაუცველ და უმწეო ოჯახს მოემსახურება. ახლად გახსნილი სასადილო ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს ცხელი სადილის გარეშე. თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის თანახმად, ჩიტაიას ქუჩაზე რიგით მე-6 უფასო სასადილო გაიხსნა. ჯამში, ჩუღურეთის რაიონში არსებული უფასო სასადილოებით 4 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.