გორში ახალი ავტობუსების გარეცხვა და დეზინფექცია თვეში 30 000 ლარი დაჯდება

337

გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების ზუსტი თარიღი ისევ უცნობია. გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს 1-ელ თებერვალს მუშაობის დაწყების უფლება მისცეს, თუმცა მერიასა და სააგენტოში ამ ეტაპზე კვლავ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიამ ახალი ავტობუსები 2020 წლის ნოემბერს მიიღო, შემდეგ – იანვარში. ჯამში, ქალაქში 25 ახალი ავტობუსია. ისინი ჯერ ისევ ახალ ავტოსადგურზე დგანან.

4 თებერვალს ცნობილი ხდება, რომ ტრანსპორტის სააგენტომ რეცხვისა და დეზინფექციის თანხები მოითხოვა. ჯამში 30 000 ლარი 15 მარტამდე უნდა დაიხარჯოს.

ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი ზურაბ მაკრახიძე აღნიშნავს, რომ აუციელებელია ტრანსპორტის რეცხვაც, შემდეგ დეზინფექცია.

“სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია, ასევე აუცილებელია ტრანსპორტის ძარის და სალონის რეცხვა/ დასუფთავება, მოგახსენებთ რომ, ყოველდღე 1 თვის მანძილზე დაგვჭირდება 25 ცალია ვტობუსის რეცხვა და გასუფთავება და მათი დეზინფექცია,” – აღნიშნავს ზურაბ მაკრახიძე, ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი.