გორის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსად გიორგი ლაფაჩი დაინიშნა

505

საკადრო ცვლილება გორის მერიაში –  სივრცითი მოწყობისა და არქიტექტორის სამსახურის განყოფილების უფროსად გიორგი ლაფაჩი დაინიშნა.

“რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, ლაფაჩმა აღნიშნული პოსტი 31 დეკემბერს დაიკავა.

მან ამ თანამდებობაზე გიორგი გოგინაშვილი შეცვალა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული განყოფილება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს ექვემდებარება.