2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. აუდიტმა ასევე გამოავლინა, რომ 500 ლიტრამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამასთანავე, უმრავლეს შემთხვევაში გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი. პრობლემა სისტემურია, თუმცა, მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიშში. აუდიტის...
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში საქართველოში 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი გარემონტდა. როგორც ინტერპრესნიუსს უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით ყველა საჭირო ჰიგიენური რესურსით უკვე აღჭურვილია და მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. „სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2020-2021 სასწავლო სწავლის დაწყებამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა და...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა კვლავ აკრძალული იქნება. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. "პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ",...
შიდა ქართლის რეგიონში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება. „სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების...
თითქმის, 15-წლიანი პაუზის შემდეგ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგა. პირველი მგზავრები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, თელავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იყვნენ. მოსახლეობას ამ ეტაპზე 5 ავტობუსი მოემსახურება და გადაადგილება უფასო იქნება. საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, მოგვიანებით კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოიცავს. ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. თვის ბოლოს...
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძველი ხიბულას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სადაც ახალი სისტემები შენდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი მოხმარდება. პროექტის მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, მალხაზ თორიასთან და ხობის მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ინფორმაციას ჯანდაცვისა და დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უკვე დასრულდა. „დევნილთა სააგენტოს პრიორიტეტს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებასთან ერთად, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაც წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში...
თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის 5000 კვ.მ ფართობის საბინაო ფონდს ქმნის. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის საკრებულოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა მიაწოდა. როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, საქმე ეხება იმ ბინებს, რომელიც თბილისის მერიას K2 კოეფიციენტის აკრძალვამდე, იმ ინვესტორებისგან უნდა მიეღო, რომლებსაც მერიამ კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობა გარკვეული პირობებით მისცა. უფრო კონკრეტულად იმ სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც K2 კოეფიციენტის გაზრდის პირობით ისარგებლეს, ვალდებულები არიან სახელმწიფოს გაზრდილი...
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 574 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 450 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამასთან, დაჯარიმებულებს შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის...
საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო. „8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე“, - განაცხადა...
ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. ევრო 5-ის სტანდარტის, გარემოსთვის უსაფრთხო ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს. ამის შესახებ ტვ4 წერს. 22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს 8 თებერვლიდან მოემსახურება. განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია დღეს, კოსტავას გამზირზე გაიმართა. პრეზენტაციას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის საკრებულოს...
8 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცვლილება შეეხება ინტეგრირებულ N301 მარშრუტს, ასევე N51 ავტობუსსაც. „აღნიშნული მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე. თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის...
8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინებზე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება. თბილისის მერიის განცხადებით, ავტობუსების მოძრაობის აღდგენასთან ერთად ამ ხაზებში მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება იკრძალება. "როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“, უფროსად ვაჟა გაჩეჩილაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. იგი მანამდე ექვსი წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. შპს „კეთილმოწყობის“ გაუქმების შემდეგ, მუნიციპალიტეტის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი  ააიპ „ახალციხის სერვის ჯგუფია“. როგორც ვაჟა გაჩეჩილაძე ამბობს, 2021 წელს ა(ა)იპ–ის დაფინანსება 1 520 000 ლარი იქნება, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება საშტატო ნუსხაც. „საშტატო ნუსხა ჯერ...
ქალაქ მარნეულში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, დაზიანებულ გარეგანათების ბოძს მარნეულის მერია მოსახლეობის ოფიციალური მიმართვის გარეშე ვერ შეაკეთებს. ბოძის საძირკველი გადახრილია. ლამპიონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს და მას, ფაქტობრივად, ხე იკავებს. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ გარეგანათების ბოძის მოვლა/შენახვაზე პასუხისმგებელი ორგანო შპს „სუფთა მარნეულია“, მაგრამ შპს ბოძის აღდგენით სამუშაოებს მანამ ვერ დაიწყებს, სანამ ჩოლოყაშვილის ქუჩის მოსახლეობა ან სხვა დაინტერესებული პირი მათ ოფიციალურად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ