თითქმის, 15-წლიანი პაუზის შემდეგ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგა და საწყის ეტაპზე გადაადგილება უფასო იქნება

320

თითქმის, 15-წლიანი პაუზის შემდეგ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგა. პირველი მგზავრები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, თელავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იყვნენ.

მოსახლეობას ამ ეტაპზე 5 ავტობუსი მოემსახურება და გადაადგილება უფასო იქნება. საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, მოგვიანებით კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოიცავს.

ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა.

თვის ბოლოს დაგეგმილია ქალაქისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსის გადაცემა. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე, ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.