საბურთალოს გამგეობა 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
გამგეობის ცნობით, 2020 წელს ჯამში, 20 789 868.64 ლარი დაიხარჯა.
საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 87 705 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; სრულად მოწესრიგდა ფანასკერტელის ქუჩა, 20 581 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 845 589 ლარი დაიხარჯა. ასევე, რამდენიმე ქუჩა მოწესრიგდა დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, სადაც...
"შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც არის ღია, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე,"- ამის შესახებ ორშაბათს, დღის ბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევას, თუმცა, უკვე ითქვა, რომ მმართელი გუნდია ამ...
მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის...
საბურთალოს რაიონში, დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.
„ლისის ტბის მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. გასულ წელს დავიწყეთ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარა ამ ეტაპზე ყველა რეგიონს შორის გამოირჩევა უკეთესი ეპიდსიტუაციის მაჩვენებლებით.
ამირან გამყრელიძის განმარტებით თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება რეგიონში შეზღუდვებიც შესაბამისად შემსუბუქდება.
"აჭარაში დღეს გვაქვს 2% დადებითობის მაჩვენებელი, სადაც თებერვლაში შეზღუდვები ყველაზე მეტად შემსუბუქდა, დაკვირვება მიმდინარეობს. თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, შემდგომი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რომ შეზღუდევბი კიდევ უფრო შემსუბუქდეს"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
წულაია ამბობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი დაიხარჯება, რაც პანდემიის პირობებში გაუმართლებელია. მისივე თქმით, ბიუჯეტში უფრო მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისთვის გაცილებით ნაკლები თანხებია გაწერილი. წულაია აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებისათვის პირადი კომფორტი მოქალაქეების საჭიროებაზე მაღლა დგას.
"1 600 000 ლარს ხარჯავენ...
ახალქალაქში, სოფელ ბავრას მცხოვრებლები ხოსპიოს თემში მერის წარმომადგენლად ვალენტინ კარსლიანის დანიშვნას ითხოვენ. კარსლიანს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის იანვარში ამოეწურა, თუმცა აღარ გაუგრძელეს. ადგილობრივების მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ სოფელში მმართველი პარტიის დამარცხებას უკავშირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბავრაში მცხოვრებლები ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ მანუკიანს დღეს, 8 თებერვალს შეხვდნენ. ადგილობრივების განცხადებით ვალენტინ კარსლიანი თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა და...
მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ არსებული დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად მიიღო.
ამასთან, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და 15 თებერვალს სასწავლო პროცესის განახლებისთვის სრული მზადყოფნაა.
„როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვალს სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი თბილისში,...
მარნეულში, ნარმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჩიხში გზა იტბორება. როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემა თითქმის ერთი წელია არსებობს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის მილი პერიოდულად სკდება და ქუჩაში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა მას შემდეგ აქვთ, რაც წყალარინების სისტემის სამუშაოები დაიწყო.
„ამ გზაზე საკანლიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, აქ აჩერებდნენ ყოველდღე ტექნიკას და დაზიანდა მილი. დამპირდნენ, რომ ხვალ მოვლენ...
გორში ფარნავაზის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 370 მეტრი სიგრძის ქუჩის მოწესრიგებისთვის 404 850 ლარია გათვალისწინებული.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მოასფალტება. ასევე, მოეწყობა გამწვანების ზოლი.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ხელფასი საათში 5.68 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასაქმებულია 120 მძღოლი. ქალაქში სულ 25 ავტობუსი მოძრაობს.
ჯამში, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 10 სხვადასხვა მარშრუტს ახორციელებს.
გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები ყოველდღიურად სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორი მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, უწყებაში დასაქმებულია ექთანი, რომელიც მძღოლებს ყოველდილით შეამოწმებს.
"ყოველდღიურად მძღოლები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. ჩაუტარდებათ ალკოტესტი და თერმოსკრინინგი, ასევე გაუზომავენ წნევას" , - განმარტა ანა გოგებაშვილმა.
ტრანსპორტის სააგენტოში ამ ეტაპზე 120 მძღოლია დასაქმებული.
წინა სტატია
გარდაბნის მერმა 2018-2019 წლებში ავტომობილში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხა, ვიდრე ავზში ეტევა, - ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ავტომობილში სახელმწიფო ნომრით GG-077-MM, რომლითაც მერი რამაზ ბუდაღაშვილი სარგებლობს, 2018-2019 წლებში დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები ფიქსირდება.
მაგალითად 2018 წლის 31 იანვარს ავტომობილში, რომლის ავზის ტევადობაც 90 ლიტრია, 7 წუთიან...
მოქალაქეებს, რომლებიც ახალგორისა და ჯავის რაიონში ცხოვრობენ, უფლება ექნებათ ხელჩუა-ზარდიანკარის გამშვებ პუნქტით ისარგებლონ, - ამის შესახებ განცხადებას დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მოქალაქეებმა შესაბამისი საბუთები უნდა წარადგინონ, რათა გადასაადგილებლად ნებართვები მიიღონ.
დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოახლოებულია საგაზაფხულო სამუშაოები, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ე.წ. სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს ნაკვეთების დამუშავება სჭირდება, მათაც იზრუნონ ნებართვის მოსაპოვებლად.
ცხინვალის...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა დაზიანებულია. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ერთი ქვაბი 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა მწყობრიდან. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"მივმართეთ არაერთ კომპანიასა თუ კერძო ხელოსანს, რათა შეგვეკეთებინა დაზიანებული ქვაბი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის შესაკეთებლად საჭირო სათადარიგო ნაწილები საქართველოში არ აღმოჩნდა. აჟამად გათბობის სისტემას ვამუშავებთ მეორე ქვაბის მეშვეობით, რომლის სენსორიც
დაზიანებულია და ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ. მუშაობს...
ჩხოროწყუში ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დავით გოგუას იმპიჩმენტისთვის დღეს ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს “დასუფთავების აქციის” ფარგლებში, მერიის ყოფილმა თანამშრომელმა 25 იანვარს საპირფარეშო მოარეცხინა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.
მომხდარს იკვლევს სახალხო დამცველის აპარატიც.
ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოების დასუფთავებაში არასრულწლოვნების ჩართვის ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდა 1 თებერვალს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































