გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ხელფასი საათში 5.68 ლარია

363

გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ხელფასი საათში 5.68 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასაქმებულია 120 მძღოლი. ქალაქში სულ 25 ავტობუსი მოძრაობს.

ჯამში, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 10 სხვადასხვა მარშრუტს ახორციელებს.