ქარელის სოფელ საციხურის სკოლაში გათბობის სისტემა 3 თვეა დაზიანებულია

396

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა დაზიანებულია. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ერთი ქვაბი 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა მწყობრიდან. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“მივმართეთ არაერთ კომპანიასა თუ კერძო ხელოსანს, რათა შეგვეკეთებინა დაზიანებული ქვაბი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის შესაკეთებლად საჭირო სათადარიგო ნაწილები საქართველოში არ აღმოჩნდა. აჟამად გათბობის სისტემას ვამუშავებთ მეორე ქვაბის მეშვეობით, რომლის სენსორიც

დაზიანებულია და ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ. მუშაობს მუდმივად ერთსა და იმავე ტემპერატურაზე.” – აღნიშნავს სკოლის დირექტორი ციური მჭედლიძე.

მისი განცხადებით, კლიმატის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლებელია სკოლის მთელი ტერიტორია გათბობის გარეშე დარჩეს, ამიტომ საჭიროა მეორე ქვაბის შეძენა.