გორში ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 404 850 ლარი დაიხარჯება

279

გორში ფარნავაზის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 370 მეტრი სიგრძის ქუჩის მოწესრიგებისთვის 404 850 ლარია გათვალისწინებული.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მოასფალტება. ასევე, მოეწყობა გამწვანების ზოლი.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.