გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები ყოველდღიურად სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორი მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, უწყებაში დასაქმებულია ექთანი, რომელიც მძღოლებს ყოველდილით შეამოწმებს.
“ყოველდღიურად მძღოლები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. ჩაუტარდებათ ალკოტესტი და თერმოსკრინინგი, ასევე გაუზომავენ წნევას” , – განმარტა ანა გოგებაშვილმა.
ტრანსპორტის სააგენტოში ამ ეტაპზე 120 მძღოლია დასაქმებული.