რუსთაველები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის საშეღავათო ბარათების აღებას მერიის გარდა ფოსტის მეშვეობით, ან მერი წარმომადგენლის ადმინისტარციულ ერთეულებშიც შეძლებენ. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
ამის შესახებ ინიციატივა რუსთავის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ საკრებულოს სხდომაზე წარადგინა.
შეგახსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს შეღავათებით 60 000 რუსთაველი ისარგებლებ.
მგზავრობა უფასო იქნება:
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და უსინათლო პირებისთვის
2. სსიპ –...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებისთვის წელს მერიამ 50 000 ლარი გაითვალისწინა. ინფორმაცია გაორმაგებული თანხის შესახებ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს და აღნიშნეს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის განაწილებამ თანხის გაზრდის შესაძლებლობა მისცათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
წლებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავსი სახის მომსახურეობის ტენდერებს აცხადებს, თუმცა დახარჯული თანხის როდენობა...
"სოფლებში განთავსებულია ურნები და ვემსახურებით დასახლებული სოფლების 95 % -ს მაინც", - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბაჩანა გვიანიშვილი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მისი ინფორმაციით, გორის სოფლების უმეტესობაში ურნები ცენტრალურ ქუჩებზეა განთავსებული და მოსახლოებას ნაგვის გატანის პრობლება არ აქვს.
"ამ სოფლებში, რა თქმა უნდა ყველა უბანში არ დგას ურნა, რადგან ზოგან ვიწრო ქუჩებია და მანქანა ვერ მივა ნაგვის დასაცლელად. 77 სოფელია,...
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვიცეპრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე-პრემიერს, გახარიას მინისტრთა კაბინეტში აღნიშნულ თანამდებობას მაია ცქიტიშვილი იკავებდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება.
როგორც მან მთავრობის დღვანდელ სხდომაზე განაცხადა, საბჭო შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.
„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა,...
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, დავით ნოზაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს სატყეო რეფორმასა და „ტყის ახალი კოდექსით“ გათვალისწინებული ცვილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა. ქვეყანაში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელის დანერგვა...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რგანსა და მეჩხეთურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები აშენდა. სოფელ მეჩხეთურის სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, რგანში კი, შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.
ორივე სოფელში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ჭიათურის მერიის ცნობით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლები მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერეს.
რგანისა და მეჩხეთურის სკოლების ასაშენებლად...
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება.
გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო შაბათ-კვირის შეზღუდვასაც და მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე კვირიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
„რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ...
დღეიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროებიც გაიხსნა, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება.
ზამთრის კურორტების სეზონის დახურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, მაგრამ ვიდრე დრო ჯერ კიდევ არის, სასტუმროებში დამსვენებლების მისაღებად ემზადებიან. ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საბაგირო ხაზის ამუშავების შემდეგ, დამსვენებელთა რაოდენობაც მოიმატებს.
შეზღუდვების შემსუბუქებისა და მოხსნის შესახებ პრემიერმინისტრმა 24 თებერვალს განაცხადა.
დღეს, თბილისის მერიის ინიციატივით პარლამენტში შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გადაწყდება ათობით ათასი თბილისელის წლობის განმავლობაში არსებული პრობლემა, რაც ეხება საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ამნისტიას დაექვემდებარება ის შენობა-ნაგებობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა, ეს შენობა- ნაგებობები განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით, კერძოდ, არ არის მიყვანილი კორპუსებში დენი და გაზი.
ბითაძის...
ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმის მოქმედების ვადა წელს სრულდება. გორი მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წელს დაამტკიცებული დოკუმენტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა შესრულებაც, როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში განმარტავენ, ყოველ წელს ხორციელდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დოკუმენტის მიხედვით, ამ დრომდე უნდა განთავსებულიყო (ქალაქის მასშტაბით მაინც) ახალი ურნები, რომლებიც ნარჩენების დახარისხებას შეუწყოდა ხელს. როგორც ბაჩანა გვიანიშვილი განმარტავს, ამ პროცესზე მუშაობა...
საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებიდან დაიწყო. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
შეხვედრები გაიმართა ზედა და ქვედა ორღულის, ჩიხის, სხვიტორისა და დუნთის მოსახლეობასთნ და შემდეგი პროექტების განხორციელება გადაწყდა:
ზედა ორღული -16 000 ლარი, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, ატრაქციონის დამონტაჟება და ფანჩატურის მ ოწყობა;
ქვედა ორღული - 16 000 ლარი, ქველაძეების უბანში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა;
ჩიხა -20 000 ლარი,...
თბილისის მერიასთან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა სამშენებლო ნებართვების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, მერიამ მათ მშენებლობის ნებართვა მისცეს.
აქციის მონაწილეები აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძეს ხვდებიან.
„ჩვენი მოთხოვნები კანონიერია, 100%-იანი მფლობელი ვართ მიწის საკუთრების, რომელსაც წლებია, ვერ ვიყენებთ. ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას, ე.წ. გრგ-ს გაკეთებას მერიისგან იმიტომ, რომ ფინანსურად ამის საშუალება არ გვაქვს. ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას ყოველგვარი...
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, იმერეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა. ინფორმაციას იმერეთს სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
იმერეთში 2020 წელს აშენდა 6 სკოლა; მიმდინარეობს კიდევ 6 სკოლის მშენებლობა; მცირე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 200-ზე მეტ სკოლას, მათ შორის მოწესრიგდა სველი წერტილები; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ სკოლას, გრძელდება 13 სკოლის სრული რეაბილიტაცია.
2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც გასული წლის მსგავსად 2 980 000 ლარს შეადგენს, მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათთვის განკუთვნილი თანხით, მაქსიმუმ ორი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდათ.
2020 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 38 პროექტი განხორციელდა. მალე დაიწყება „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2022 წელს...
შემდეგი სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც უწყება ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.
გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1798 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 51 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 956 მლნ. ლარი დაიხარჯება.
როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































