კეთილმოწყობის სააგენტო გორში ნარჩენების დახარისხებას 2021 წლიდან გეგმავს

358

ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმის მოქმედების ვადა წელს სრულდება. გორი მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წელს დაამტკიცებული დოკუმენტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა შესრულებაც, როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში განმარტავენ, ყოველ წელს ხორციელდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

დოკუმენტის მიხედვით, ამ დრომდე უნდა განთავსებულიყო (ქალაქის მასშტაბით მაინც) ახალი ურნები, რომლებიც ნარჩენების დახარისხებას შეუწყოდა ხელს. როგორც ბაჩანა გვიანიშვილი განმარტავს, ამ პროცესზე მუშაობა სავარაუდოდ წელს დაიწყება.

“ამ საკითხზე ონლაინ შეხვედრა 26 თებერვალსაა დაგეგმილი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ზოგადად ნარჩენების მართვას, ასევე სეპარირებას. უნდა დაიწყოს წესით წელს, საპილოტედ მაინც, ქალაქის მაშტაბით. რაც შეეხება ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის შესრულებას, ყოველ წელს ვამატებთ ურნებს, ლიკვიდაცია ხდება სტიქიური ნაგავსაყრელების, იგეგმება სპეც. ავტოპარკის განახლებაც (ძველი ტექნიკის ამოცვლა), პანდემია უშლის ცოტა ხელს რაღაცეებს, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ გეგმა მაქსიმალურად შესრულდეს”, – აცხადებს ბაჩანა გვიანიშვილი.