2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 3 მლნ ლარამდე დაიხარჯება

297

2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც გასული წლის მსგავსად 2 980 000 ლარს შეადგენს, მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათთვის განკუთვნილი თანხით, მაქსიმუმ ორი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდათ.

2020 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 38 პროექტი განხორციელდა. მალე დაიწყება „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2022 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევაც.

“სამოქალაქო ბიუჯეტი” – არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა. წარმოგიდგენთ პროექტებს, რომლებიც “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განხორციელდება, “- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტები, რომელიც “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განხორციელდება:

ვაჩნაძის ქუჩა – დასასვენებელი სივრცის მოწყობა;

სამების ქუჩა (#1 მიმდებარედ) – ტრენაჟორების მოწყობა;
შინდისი გმირების გაზირი (#15 მიმდებარედ) – სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა;
შინდისის გმირების გამზირი (#3, 3ა და 1 კორპუსების მიმდებრედ) – სკვერისა და სტადიონის მოწყობა;
სადგურის დასახლება – ტრენაჟორების მოწყობა;
თამარ მეფის ქუჩა (მე-4 კვარტალისა და #6 კორპუსის მიმდებრედ) – ტრენაჟორების მოწყობა;
თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ – სკვერის მოწყობა;
თამარ მეფის ქუჩა (მე-5 კვარტალი) – დასასვენებელი სივრცე
ყიფიანის ქუჩა #15-ის მიმდებარედ – სკვერის მოწყობა;
ყიფიანის ქუჩა #32 – ის მიმდებარედ
სკვერის მოწყობა;
მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ – ფეხბურთის სტადიონისა და ტრენაჟორების მოწყობა;
პაპიტაშვილის ქუჩა (ხიდის მიმდებარედ) – სტადიონისა და ტრენაჟორების მოწყობა;
მე-20 საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობა;
ვერხვების დევნილთა დასახლება –
ადმინისტრაციული შენობის რემონტი;
კარალეთი – სტადიონისა და ტრენაჟორების მოწყობა;
ხურვალეთი, ნადარბაზევი, შავშვები, წითელუბანი მეჯვრისხევი, ზერტში, კვარხეთში, ფაბრიკის დასახლება – ტრენაჟრების მოწყობა;
კარბი – სანიაღვრე არხების მოწყობა;
ქერე კოშკა, გუგტიაათკარი, კოშკები – სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
პატარა გორეჯვარი – მინი სატუმბი სადგურისა და სარწყავი არხის მოწყობა;
ტირძნისი – საბავშვო ბაღის რეაბილიოტაცია;
ქორდი – ფეხბურთის მოედნის მოწყობა;
ოთარშენი – საფეხმავლო სივრცეების მოწყობა;
ტინისხიდი – სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა;
უფლისციხე – ფეხბურთის მოედნის მოწყობა;
ყელქცეული – სპორტული მოედნის მოწყობა;
ძევერა – ობელისკის რეაბილიტაცია, საბავშვო ატრაქციონების მინიფანჩატურის მოწყობა;
შერთული – სკვერის მოწყობა;
ზეღდულეთი – სპორტული მოედნის მოწყობა;
წედისი – სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;
ნიქოზი – გზების რეაბილიტაცია (გვარაძეების უბანში);
ქვემო ნიქოზი – #4 და #5 ქუჩების რეაბილიტაცია;
საჯიანი, სახორცე, მღებრიანი, ჭანჭახა, პიტნარა – მზის ენერგოპანელების შეძენა და დამონტაჟება;
ბოშური – საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების შეძენა;
საყავრე, ლული, ფელი, ზემო ახალსოფელი, ნადარბაზევი, საყავრე – გზების რეაბილიტაცია;
მარანა – სკვერის მოწყობა;
ტყვიავი – ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერის მოწყობა;
ფლავისმანი – სპორტული მოედნის მოწყობა;
ხიდისთავი – სპორტული მოედნის შემოღობვა და მიმდებარე ტერიტორიის სპორტული ინტერვალით აღჭურვა;

ახალუბანი, ქვეში, ახრისი, აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, ქვემო არცევი, ზეღდულეთი, ბერშუეთი, კირბალი, ზემო სობისი, ქვემო სობისი, ქვემო ხალასოფელი, ახალშენი, სვენეთი, ვარიანი, ახალდაბა, საქაშეთი, არაშნდა, ვარიანის მეურნეობა, ხიდისთავი, ხელთუბანი – გარეგანათების მოწყობა;